(თბილისი, 4 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ 3 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ უფრო მეტი ზომები უნდა გატარდეს.
უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მოითხოვს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში მოხდეს ცვლილებები, რომელიც საეჭვო ფულად გადარიცხვებს გამოავლენს.
უშიშროების მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ დაფუძნებული ბევრი საეჭვო ორგანიზაცია ხშირად ქართულ საბანკო სისტემას იყენებს.
This post is also available in: English (ინგლისური)