Site icon Civil.ge

რეფორმატორები წინასაარჩევნო კამპანიაში პოლიციის ჩარევას აპროტესტებენ

(თბილისი, 16 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რეფორმატორთა ფრაქციის წევრმა ნოდარ გრიგალაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ “ახალი ნაციონალური მოძრაობის” წევრების რუსთავში ვიზიტისას ქვემო ქართლის გამგებელი ლევან მამალაძე მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციას.

“რეგიონალური პოლიცია “ახალი ნაციონალური მოძრაობის” ლოდერების რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობს”, აღნიშნა გრიგალაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, პოლიციის რეგიონალური განყოფილებები ჩართულნი არიან საარჩევნო კამპანიაში, რაც არაკანონიერია.

“საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებნი მე მატყობინებენ, რომ თუ ვინმე ხელისუფლების ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრას დაესწრება, მასზე პოლიცია ზეწოლას განახორციელებს”, დასძინა თევდორაძემ.

პარლამენტარის თქმით, კობა ნარჩემაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნისას მას იმედი ჰქონდა, რომ “ძალოვან სტრუქტურებში ბერვი რამ შეიცვლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ცვლილებები არ ჩანს”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)