(თბილისი, 17 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის თავდაცვის მინისტი უარყოფს საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ იოსელიანის მიერ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ რუსები და აფხაზები კოდორის ხეობაზე თავდასხმისთვის ემზადებიან.
“ეს ინფორმაცია საფუძველს სრულიად მოკლებულია და მხოლოდ გაკვირვებას იწვევს”, განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ნიკოლაი დერიაბინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსთან” საუბრისას.
დაზვერვის დეპარტამენტის ცნობებს აფხაზური მხარეც უარყოფს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 16 მაისს განაცხადა, ის რუსული და აფხაზური ჯარის კოდორში შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)