Site icon Civil.ge

პარლამენტი პოსტების გადანაწილებას იწყებს

(თბილისი, 17 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა დილით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და 119 ხმით 39-ის წინააღმდეგ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების დამტკიცება დაიწყო.

დილით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტს მუშაობა მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვით დაიწყო. მათ შორის იყო კანონპროექტი “სახელმწიფო ენის შესახებ”. კომიტეტების თავმდჯომარეები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დამტკიცებულიყო.

დღის წესრიგის შეცვლა ფრაქცია “აღორძინების” წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)