(თბილისი, 18 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტმა დღეს სხდომები შეწყვიტა 2 ივნისთვის დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე.
დეპუტატებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად გასულ კვირას მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ ძალებს სხდომები წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ გამოეყენებინათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ სხდომები 4 ივნისს განახლდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)