(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ჩეხი სამხედროები საქართველოს თავდაცვით უწყებაში შეხვედრებს განაგრძობენ.
დღეს ჩეხეთის დელეგაციის მეთაური, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ირჟი შედევი საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს ხვდება. ტელეკომანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, ეს ჩეხი სამხედროების პირველი ვიზიტია საქართველოში.
“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით გათვალისწინებული ამერიკელთა ტექნიკური დახმარება და აღჭურვილობა სწორედ ჩეხეთიდან შემოვა საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)