(თბილისი, 27 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 27 მაისს საქართველოს ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ქართული ანტიტერორისტული ქვედანაყოფების საწრთვნელი პროგრამის ოფიციალური დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია ჩატარდა.
ცერემონიას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, აშშ ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ვეთაური ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ ი. ვოლტმეიერი დაესწრნენ.
თავინთ გამოსვლებში მათ აღნიშნეს, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებს.
პრორამის ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ ანტიტერორისტული შენაერთებს გაწვრთნიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)