Site icon Civil.ge

პოლიციამ დამკვირვებელი დააკავა

(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ინფორმაციით, მათი წევრი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგო შენგელაშვილი პოლიციამ უკანონოდ დააკავა.

იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მიემართებოდა დარღვევის დასაფიქსირებლად. კანონდამცველები აცხადებენ, რომ შენგელაშვილი პოლიციელის ცემის გამო დაიჭირეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმოამადგენლები უარყოფენ პოლიციის ვერსიას და აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არსამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებზე ზეწოლის კიდევ ერთი გამოხარტულებაა.

სამოქალაქო ფორუმი

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)