Site icon Civil.ge

ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკურ შოუდ იქცა – ამბობს შევარდნაძე

(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “ზოგიერთმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურ შოუდ გადაქცეულიყო”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ზოგიერთი პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგებს საერთო არაფერი ჰქონდათ მუნიციპალურ პრობლემებთან, რომლებიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს.

“წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა ქაოსმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სახელი გაუტეხა”, აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა არ უნდა იყოს ტრამპლინი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. “პარტია, რომელიც ამას აპირებს, არ ფიქრობს მოსახლეობაზე”, თქვა შევარდნაძემ.

“ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიზირება დაუშვებელია”, დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)