Site icon Civil.ge

ქართული და რუსული მხარეები ეკონომიკის საკითხებზე ისაუბრებენ

(თბილისი, 4 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს მთავრობის დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მეთაურობით დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან.

მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში იმართება. ვიზიტის დასასრულს მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

სავარაუდოდ, ორი ქვეყნის მაღალჩინოსნები ასევე ისაუბრებენ საქართველოსთვის გაზით მომარაგების საკითხებზე. რუსული ენერგოკომპანია იტერა უკანასკნელ ხანებში ხშირად უწყვეტს გაზს საქართველოს, რისი მიზეზიც საქართველოს მხრიდან კომპანიისადმი დიდი დავალიანებაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)