(თბილისი, 5 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – პოლიცია გერმანელ ბიზნესმენს კლაუს გრეგერს ეძებს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა დაკარგულია.
როგორც გენერალური პროკურატურა იუწყება, გრეგერის თბილისის ბინაში აღმოჩენილია სისხლის კვალები. შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია გრეგერი გატაცებულია თუ მოკლული.
59 წლის გერმანელი ბიზნესმენი საქართველოში უცხოელ პარტნიორებთან ერთად 1995 წლიდან მუშაობდა.
პოლიცია კიდეც ერთ უცხოელს, ბრიტანეთის მოქალაქეს პიტერ შოუს ეძებს, რომელიც თბილისიდან 18 ივნისს გაიტაცეს.
გასულ დეკემბერს გერმანიის მოქალაქე, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის პროექტების მენეჯერი გუნტერ ბოიხელი მისი სახლის სადარბაზოში მოკლეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)