(თბილისი, 6 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ჩეჩენი ლტოლვილების დამატებითი რეგისტრაცია დაიწყო და ის, სავარაუდოდ, ორი დღე გაგრძელდება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დამატებით რეგისტრაციას საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 200 ლტოლვილი გაივლის.
ჩეჩენ ლტოლვილთა ძირითადი რეგისტრაცია აპრილში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელშეწყობით გამართა.
აპრილში გამართული რეგისტრაციის თანახმად, საქართველოში 3700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)