(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 სექტემბერი, 2002) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის მოადგილისი გელა ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით 3-7 სექტემბერს რუმინეთს სტუმრობს.
ვიზიტისას ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. გაიმართება შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
მოლაპარაკებებისას განიხილება რუმინეთის შესაძლო მონაწილეობა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართული ქვედანაყოფები საბჭოთა წარმოების იარაღით უნდა იქნენ უზრუნველყოფილნი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)