Site icon Civil.ge

აშშ ქართველ მესაზღვრეებს ვერტმფრენსა და თვითმფრინავს გადასცემს

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ აპირებს ნოემბრის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს მი-8 ტიპის ერთი ვერტმფრენი გადასცეს.

დეპარტამენტის პრესმდივანმა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიას” აცნობა, რომ წლის ბოლომდე აშშ ქართველ მესაზღვრეებს ასევე გადასცემს ან-8 ტიპის თვითმფრინავსაც.

“ამ საკითხებზე აშშ-სა და საქართველოს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან დახმარებას სამი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაში”, – თქვა ლონდარიძემ.

ასაფრენი ბილიკები აშენდება ლაგოდეხში, მესტიასა და კოდორის ხეობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)