Site icon Civil.ge

სმკ-ს ახალი ინიციატივა

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, რომლის თავმჯდომარეცაა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გელა კვარაცხელიამ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სმკ ყველა პოლიტიკურ პარტიას გაერთიანებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოს მოსახლეობას არჩევნების დროს სამართლიანი არჩევნის გაკეთების საშუალება მიეცეს.

როგორც ცნობილია, მომავალი წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიებიც გააქტიურდნენ და ამომრჩევლებთან მუშაობას იწყებენ.

ივნისში ჩატარებული მმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნების დროს კი უამრავი დარღვევა გამოავლინეს როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რის გამოც 5 თვით გაჭიანურდა თბილისის საკრებულოს მუშაობის დაწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)