(თბილისი, 7 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სამართლადმცველებმა თბილისში ფართომაშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაცია დაიწყეს. სამართალდამცველები აღიარებენ რომ დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში კრიმინოგენული ვითარებამ საგანგაშო გახდა.
“ვითარება იმდენად მძიმეა, რომ კატასტროფის წინაშე ვდგევართ,” განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალაიშვილმა.
ლალიაშვილის განცხადებით თბილისში ანტიკრიმინალური ოპერაციის პირველ ეტაპზე, “სანამ დაიწყება კრიმინალურ დაჯგუფებებზე წერტილოვანი დარტყმები, უნდა მოხდეს დადგენა ყველა იმ პიროვნებისა რომელიც უკანონოდ იმყოფება თბილისში, ანუ შემოწმდეს რამდენად არის დაცული სავიზო რეჟიმი და ხომ არ აქვთ ყალბი პასპორტები.”
უშიშროების სამინსიტრომ ამ მიმართულებით უკვე აწარმოებს მუშაობას და პირველ რიგში საეჭვო პირთა რიცხვში თბილისში მაცხოვრებელი ჩეჩენი ეროვნების ადამიანები ხვდებიან. ეს ადამიანის უფლებების დამცველთა შეშფოთებას იწვევს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩეჩნების დაკავება უკანონოდ და ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე ხდება.
“ჩვენ არავის არ ვაპატიმრებთ. ხდება ყველა საეჭვო პიროვნების დაკავება, მათ შორის ჩეჩნებისაც, რომლებიც შესაძლოა უკანონოდ იმყოფებიან საქართველოში,” აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)