Site icon Civil.ge

აფხაზური მხარე სამშვიდობო პროცესში უკრაინის მონაწილეობის წინააღმდეგია

(თბილისი, 11 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სოხუმის ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სამშვიდობო კონტინგენტში დსთ-ის ეგიდით უკრაინის მონაწილეობის წინააღმდეგია.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებები სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფხაზური მხარე სავსებით კმაყოფილია რუსი სამშვიდობოებით. ამჟამად სამშვიდობო კონტინგენტი მთლიანად რუსული სამხედროებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ჯარების ინტერნაციონალიზაცია სურს და აქ პირველ რიგში უკრაინა მოიაზრება. ეს საკითხი შესაძლოა თბილისში უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ვიზიტის დროსაც განიხილონ. ეს ვიზიტი დეკემბერში იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)