(თბილისი, 16 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პირველი ბატალიონის ექვსთვიანი წვრთნების დასრულების ცერემონიალი გაიმართა 15 დეკემბერს თბილისში.
კომანდოს პირველმა ბატალიონმა, რომელშიც დაახლოებით 600 ჯარისკაცი ირიცხება, რესპუბლიკის მოედანზე აღლუმი მოაწყო. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, აშშ ელჩი საქართველოში და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
“წვრთნისა და აღჭურვის” ფარგლებში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები კიდევ სამ ბატალიონს მოამზადებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)