(თბილისი, 19 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 18 იანვარს დააკმაყოფილა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია 30 ნოემბერს რუსთავში ჩატარებული დამატებითი საპარლამენტო არჩევნების არშემდგარად ცნობას მოითხოვდა. სასამართლოს დადგენილების მიხედვით, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა გადათვალოს ამომრჩეველთა ბიულეტენები.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსთავის არჩევნები ჩათარებულად ცნო იმ დროს, როცა ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ამტკიცებს, რომ არჩევნები არ შედგა ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის გამო.
მანამდე სასამართლომ დაადგინა, რომ ასევე ხელახლა უნდა გადაითვალოს 30 ნოემბერს დამატებითი საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმები. ცსკო-მ საბურთალოს არცევნები არშემდგარად ცნო, ხოლო ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გივი თარგამაძე ამტკიცებს, რომ არჩევნები შედგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)