(თბილისი, 19 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში ვიზიტის დროს 18 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ თავის ქართველო კოლეგასთან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა გაეროს ეგიდით.
კუჩმამ განაცხადა, რომ იგი მზად არის დახმარება გაუწიოს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას უკრაინის ტერიტორიაზე აფხაზეთის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე.
აფხაზეთში ამჟამად სამშვიდობო ძალები დსთ-ის ეგიდითაა განთავსებული და რუსული სამხედროებითაა დაკომპლექტებული.
საქართველო სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას მოითხოვს, მაგრამ აფხაზური მხარე ამის წინააღმდეგია. ახლახანს სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე სავსებით კმაყოფილია რუსი მშვიდობისმყოფელების საქმიანობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)