Site icon Civil.ge

“აღორძინება” თბილისის საკრებულოში ფრაქციის გარეშე რჩება

(თბილისი, 24 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულოში “დემოკრატიული აღორძინების” 3 კაციანი ფრაქცია დაიშალა, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ჯონდი ბაღათურიამ.

ამისი მიზეზი პარტიაში არსებული განხეთქილებაა, რაც თვითმართველობითი ორგანოების არჩევნების დროს გამოიკვეთა. არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ.

საკრებულოში ფრაქციის დაშლისა და პარტიაში არსებულ განხეთქილებაზე კომენტარს არ აკეთებს პარტიის პოლიტიკური მდივამი ჯონდი ბაღათურია. მისთვის გაუგებარია ფრაქციის წევრების ეს ქმედება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)