Site icon Civil.ge

“აღორძინება” თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ინიციატივით გამოდის

(თბილისი, 29 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “აღორძინების” საპარლამენტო ფრაქციამ დღეს პარლამენტს საქართველოში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების შექმნის კანონ-პროექტი წარუდგინა.

ასეთი კანონპროექტი “აღორძინებამ” ჯერ კიდევ 1997 წელს წარმოადგინა, მაგრამ მაშინ კანონი მიღებული არ იქნა. მაშინ პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება შიშობდნენ, რომ ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა აჭარის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას გააძლიერებდა.

“წარმოდგენილი პროექტი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების შექმნას ითვალისწინებს არამარტო ბათუმში. ასეთივე ზონის შექმნა შესაძლებელია ფოთშიც”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფრაქცია აღორძინების ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)