Site icon Civil.ge

სააკაშვილი აშშ-ს საქართველოს ენერგოსისტემისთვის დახმარებას თხოვს

(თბილისი, 8 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მთავრობას წერილობით მიმართავს და მათგან საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებისთვის არსებული თანხების სრულად გადმორიცხვას ითხოვს.

სააკაშილის თქმით, აშშ-ს მთავრობა, ამ დახმარების შესახებ თანხმობა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. სულ ენერგოსისტემის განვითარებისთვის და სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად 9 მლნ დოლარია წელს გათვალისწინებული.

სააკაშვილის მოსაზრებით ამ თანხით შესაძლებელი გახდება ენერგოსისტემაში არსებული მძიმე ვითარების მოგვარება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)