Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციას საარჩევნო ბლოკში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 19 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობა ყველა ოპოზიციურ პარტიას წინასაარჩევნო ბლოკში გაერთიანებისკენ მოუწოდებს ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არცევნების წინ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პარტია საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ლეიბორისტულ პარტიასთან, გაერთიანებულ დემოკრატებთან და “ერთობასთან”.

“ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ძალების გაერთიანება, რომ ვაიძულოთ ედუარდ შევარდნაძე და მისი მთავრობა ხელისუფლებიდან წავიდნენ”, – განაცხადა ჯობა დავითაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)