(თბილისი, 1 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ შემუშავებული კანონპროექტი მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე – 115 ლარამდე გაზრდის შესახებ. ხელფასის გაზრდა 1 ივლისიდან უნდა მოხდეს.
ფრაქტიებმა, მათ შორის “აღორძინებამ” და “მრეწველებმა.” შახელისუფლებო ფრაქციებმა “სოციალისტებმა” და “თანადგომამ” კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
კანონპროექტის დამტკიცება “გაერთიანებული დემოკრატების” დიდ წინასაარჩევნო წარმატებად შიეძლება ჩაითვალოს.
ხელისუფლება ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდა. ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა ქვეყანაში ინფლაციას და ეკონომიკურ სტაგნაციას გამოიწვევს.
28 თებერვალს პარლამენტის მიერ მიეღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს შეხვდა. ხელისუფლება იძულებული იქნება მინიმალური ხელფასის გაზრდის გამო 2003 წლის ბიუჯეტში კორექტივები შეტანოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)