Site icon Civil.ge

პარლამენტმა აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია გადადო

(თბილისი, 1 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 27 თებერვალს პარლამენტმა გადაწყვიტა გადაედო აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია, რომელსაც შარშან დეკემბერში მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების მიხედვით აშშ-ის სამხედო პერსონალი ყოველგვარი ვიზის გარეშე შეძლებს საქართველოში შემოსვლას. ამას გარდა, ამერიკელ სამხედროებს იარაღის თავისუფლად ტარების უფლება ეძლევათ.

ფრაქციებმა “აღორძინებამ” და “მრეწველებმა” ამ ორ პირობასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს და განაცხადეს რომ ხელშეკრულება “დისკრიმინაციულია.”

დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების დახვეწაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტმა მუშაობა გააგრძელონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)