(თბილისი, 7 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – შს მინისტრის მოიადგილემ ზურაბ ჩხაიძემ და თბილისის პოლიციის შეფმა ლევან მაისურაძემ 6 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე უარყვეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაფერს აკეთებენ დამნაშავეობის ზრდის შესაჩერებლად.
“გახსნილი დანაშაულების რაოდენობა აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ეს ჩვენი მუშაობის მთავარი ინდიკატორია”, – განაცხადა ლევან მაისურაძემ.
“პოლიტიკოსები არჩევნების წინ პოპულარობის მოპოვებას სამართალდამცავი ორგანოების კრიტიკით ცდილობენ”, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
“თუ ერთი თვის განმავლობაში კრიმინოგენული სიტუაცია არ გამოსწორდა, პრეზიდენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დავაყენებ”, – განაცხადა 5 მარტს პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ტავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის პოლიციის შეფის თქმით, ერთი თვის განმავლობასი სიტუაციის გაუმჯობესება შეულძებელია. “მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ დამნაშავეების წინააღმდეგ”, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)