(თბილისი, 24 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ძალოვანი უწყებების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ადამიანების გატაცებაში ეჭვმიტანილთა კიდევ ერთი ჯგუფი.
როგორც უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა 23 ივნისს განუცხადა ჟურნალისტებს, ერთ-ერთ დაკავებულს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებ ალან ბორჩაშვილს ბრალი ედება 2002 წელს ესპანელი ბიზნესმენის გატაცებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)