Site icon Civil.ge

თბილისში აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე იმსჯელებენ

(თბილისი, 25 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში 26-27 ივნისს რუსეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა, რომელიც ქართვულ მხარესთან ერთად აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს. დელეგაციას რუსეთის რკინიგზის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ საზონოვი უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე განხილული იქნება 2003 წლის 7 მარტს საქართველო-რესეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმების დეტალები რკინიგზის აღდეგნასთან დაკავშირებით. შეხვერდრებზე ასევე ფსოუ-ენგურის სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქციის შესახებაც იმსჯელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)