(თბილისი, 26 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი კახა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას პრეზიდენტის მხრიდან სავალუტო ფონდის მისიის კრიტიკის შესახებ.
“ედუარდ შევარდნაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება არ უნდა მივიჩნიოთ სავალუტო ფონდის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად. განცხადება არანაირად არ უპირისპირდება ფონდის მისიას”, – განაცხადა დღეს კახა იმნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა 25 ივნისს მთავრობის სხდომაზე სავალუტო ფონდის მისია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საკმარისია მუქარა პროექტების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ და ამ საკითხს სექტემბერში გაეროს ასამბლეის სხდომაზე დააყენებს.
ამჟამად სავალუტო ფონდის დელეგაცია სახელმწიფო კანცელარიაში აწარმოებს შეხვედრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)