Site icon Civil.ge

“კმარას” აქტივისტები ბორჯომში დემონსტრაციის დაშლის წინააღმდეგ გამოდიან

(თბილისი, 5 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” ასამდე აქტივისტმა 4 ივლისს გვიან ღამით პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია გამართეს. ისინი ბორჯომში “კმარას” აქტივისტების საპროტესტო აქციის დაშლას აპროტესტებდნენ.

აპრილიდან მოყოლებული “კმარას” აქტივისტებმა უკვე ჩაატარეს რამოდენიმე საპროტესტო აქცის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, როგორც ისინი ამბობენ, “მთავრობის არადემოკრატიული ნაბიჯების” წინააღმდეგ.

“კმარას” მზარდი აქტიურობა 11 ივნისს ცხრა სტუდენტის 7-საათიანი დაკავებით დასრულდა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა “კმარას” წარწერებით ააჭრელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)