(თბილისი, 10 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტია “გაერთიანებული დემოკრატები” საბიუჯეტო დეფიციტის გამო სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის გადადგომას მოითხოვს.
“ჩვენ ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევის გამო აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებთ. სახელმწიფო მინისტრმა ბიუჯეტის ჩავარდნის გამო პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” წევრმა, დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
“გაერთიანებული დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქცია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების წინააღმდეგია.
“ახალი მემარჯვენეების” ოპოზიციურმა პარტიამ 9 ივლისს ასევე მოითხოვა მთავრობის გადადგომა ბიუჯეტის ჩავარდნის გამო.
საქართველოს ხაზინის ცნობით, 2003 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის დეფიციტმა 87 მილიონ ლარს მიაღწია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)