Site icon Civil.ge

“კმარას” წევრები აფხაზეთის მეომართა კავშირის აქციას შეუერთდნენ

(თბილისი, 10 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – იმელის შენობის წინ მოშიმშილე აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს, რომლებიც აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობო ჯარების გაყვანას ითხოვენ, დღეს მოძრაობა “კმარას” წევრები შეუერთდნენ.

“კმარა საქართველოს ტერიტორიაზე რუსის ჯარის ყოფნა!” – ჩვენ ამ ლოზუნგით ვუერთდებით მეომრებს და მხარდაჭერას გამოვხატავთ”, – განაცხადა “კმარას” ერთ-ერთმა წევრმა თეა თუთბერიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)