(თბილისი, 12 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ერნსტ შტრასერი 11 ივლისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.
ერნსტ შტრასერი თბილისში უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას კობა ნარჩემაშვილს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვალერი ჩხეიძეს.
მხარებმა ტერორიზმთან ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულისა და საქართველოს მოქალაქეთა ევროპის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის საკითხები განიხილეს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა მხად არის საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს ყველა ამ მიმართულებით.
12 ივლისს ავსტრიელი სტუმარი საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)