(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა დღეს დაამტკიცა თეიმურაზ ჩარკვიანის კანდიდატურა მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრის პოსტზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა.
გასულ დეკემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი აღმასრულებელი ხელისუფლების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომელიც, საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს გაუქმებას ითვალისწინებდა.
თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ შეცვალა გადაწყვეტილება და სამინისტრო არ გააუქმა. ახლახანს ჩამოყალიბებულმა ქართველ მშენებელთა კავშირმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.
ახალი მინისტრის განცხადებით, იგი მზად არის შეიმუშავოს კანონპროექტი, რომელიც თბილისში უკანონო მშენებლობებს შეზღუდავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)