(თბილისი, 18 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 17 აპრილს განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ საქართველოში დაკავებული ჩეჩენის რუსეთში ექსტრადიცია მოახდინა.
მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველომ “რუსეთის მოქალაქის მხოლოდ დეპორტაცია მოახდინა და არ გადაუცია იგი, როგორც ეჭვმიტანილი”.
ქართველმა სამართალდამცავებმა ამირხან ლიგიდოვი პანკისის ხეობაში დააკავეს გასულ წელს იაპონიის მოქალაქესთან ერთად.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ლიგიდოვი, სავარაუდოდ, საველე მეთაურ რუსლან გელაევის რაზმში შეიდოდა, რომელიც პანკისის ხეობას აფარებდა თავს 2002 წლის ზაფხულამდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)