Site icon Civil.ge

საქართველო შეშფოთებულია ერაყის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებით

(თბილისი, 5 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ერაყის რეჟიმის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებითა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით.

“ცნობილია, რომ ასეთმა სისტემატიურმა დარღვევებმა გასული ათწლეულის განმავლობაში მრავალი უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქის ცხორება დაანგრია”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს გარემოება “მთელი მსოფლიო საზოგადოების და მათ შორის საქართველოს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.

საქართველო მტლიანად უჭერს მხარს აშშ-ის მიერ ეტაყში წარმოებულ ქმედებებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)