(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა ელექტროგადამცემ ხაზზ “კავკასიონზე” დივერსიული აქტების მოწყობით იმუქრება იმ შემთხვევაში თუ არ აღდგება რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
მოსახლეობამ დღეს რაიონის ცენტრში საპროტესტო აქცია მოაწყო. აქცის მონაწილეთა განცხადებით, უკვე მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება სასიცოცხლო ობიექტებსაც.
თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოსახლეობა კვლავ აპირებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)