Site icon Civil.ge

საარჩევნო კოდექსის მიღების გაჭიანურებაში “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი პრეზიდენტს ადანაშაულებს

(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საკითხის გაჭიანურებაში და კანონპროექტის  მეორე მოსმენით ჩაგდებაში საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთელი ეს პროცესები პრეზიდენტის მიერ იმართება.

“პრეზიდენტმა მწვანე შუქი აუნთო ამ პროცესის გაჭიანურებას, რაც სახელისულფლებო ფრაქციებმა განახორციელეს კიდეც. ჩემთვის გაუგებარია, რა უდევს საფუძვლად პრეზიდენტის საკუთარი პოზიციის 180 გრადუსით შეცვლას”, – განაცხადა ზურაბ ჟავნიამ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე.

ოპოზიციური პარტიები საკითხის გარკვევის მიზნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ედუარდ შევარდნაძე ამ მოთხოვნას არ ეხმაურება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის კახა იმნაძის განცხადებით, საკითხის განხილვა ჯერ პარლამენტში უნდა მოხდეს და შემდეგ პრეზიდენტი მზად იქნება შეხვდეს ოპოზიციას.

30 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ხანგრძლივი მუშაობის მიუხედავად ვერ მოახერხეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)