(თბილისი, 12 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში რუსეთის ელჩის მდივანს ალექსანდრე ვალიუხს გუშინ ღამით თბილისში თავს დაესხნენ.
პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, უცნობმა პირებმა სცადეს გაეძარცვათ იგი თავის საკუთარ მანქანაში და იარაღის კონდახი ჩაარტყეს თავში.
თუმცა, რუსმა დიპლომატმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც კრიმინალები მიიმალნენ.
არსებული ინფორმაციით, ვალიუხს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)