Site icon Civil.ge

დააკავეს ბავშვის გატაცებაში ეჭვმიტანილი ჩინოვნიკი

(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დღეს სპეცოპარაციის შედეგად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ შუბითიძე დააკავეს, რომელსაც 16 ათასი დოლარის ოდენობის თანხა აღმოუჩინეს.

მას ასევე ბრალი ედება 45 დღის წინ ბექა მუმლაძის გატაცებასთან კავშირში, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ბავშვის ოჯახმა გამტაცებელთა ჯგუფს 70 ათასი დოლარი გადაუხადა. ეს თანხა უკვე ამოღებულია. სპეცოპერაცია თბილისის პოლიციის სამმართველოს და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)