(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 20 აგვისტოს გვიან ღამით თბილისის “მეტრომშენის” შენობაში შეჭრილმა დევნილებმა გაათავისუფლეს მძევლად აყვანილი “მეტრომშენის” სამმართველოს უფროსი მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაპირდა მათ, რომ საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფდა.
აფხაზეთიდან დევნილები, ძირითადად ქალები, 20 აგვისტოს გლდანის რაიონში მდებარე “მეტრომშენის” სამმართველოს შენობაში შეიჭრნენ და სამმართველოს უფროსი მძევლად აიყვანეს.
ისინი შენობის მათთვის საცხოვრებლად გადაცემას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დაწვით და სამმართველოს უფროსის დაწვით იმუქრებოდნენ.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც მათ ბინებით უზრუნველყოფას დაპირდნენ, დევნილებმა მძევალი გაათავისუფლეს და შენობა დატოვეს.
This post is also available in: English (ინგლისური)