Site icon Civil.ge

ბურჯანაძისა და ჟვანიას წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო

(თბილისი, 22 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ახალმა საარჩევნო ალიანსმა “ბურჯანაძე – დემოკრატები”, რომელიც “გაერთიანებული დემოკრატების” ოპოზიციურ პარტიას და პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის გუნდს აერთიანებს, დღეს წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ალიანსის ლიდერებმა ახალი სახეები წარმოადგინეს, მათ შორის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ პაპავა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი შოთა გვენეტაძე და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ჟვანიამ და ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი რადიკალური ცვლილებების მომხრენი არიან, რომელთა მიზანია შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)