(თბილისი, 5 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნეო-ლიბერალურმა პარტიამ, რომელსაც რევაზ შავიშვილი და ვახტანგ ხმალაძე ხელმძღვანელობენ, დღეს “ახალ მემარჯვენეებთან” გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება.
“ამ გაერთიანების მიზანია საქართველოში ფართო მემარჯვენე მოძრაობის შექმნა”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
თავდაპირველად ნეო-ლიბერალებმა გაერთიანების თაობაზე კონსულტაციები “ბურჯანაძე-დემოკრატებთან” ჩაატარეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)