(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რუსეთისა და ევრაზიის საკითხთა ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ჯორჯ კოლტი 2 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯორჯ კოლტის შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესთან და საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარესთან ავთანდილ იოსელიანთან. ვიზიტის დეტალები და მიზნები ჯერ-ჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)