(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქემალ მურადხანოვი ბოლნისის რაიონის საარჩენო ოლქის ხელმძღვანელობამ დეპუტატობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა. ამის მიზეზად მხარდამჭერთა არასაკამრისი ხელმოწერების წარდგენა დასახელდა.
დღეს ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში სახელისუფლო ბლოკის წევრს, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან მამალაძეს ადანაშაულებენ.
“ოლქში საკამრისი რაოდენობის ხელმოწერებია წარდგენილი. სიმართლეს გავარკვევ და მამალაძეს ამ არჩევნებს მაინც მოუგებ”, – განაცხადა ქელამ მურადხანოვმა.
ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია ლევან მამალაძეს. დღეს იგი ქვემო ქართლის რეგიონში სტუმრად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ვაჟს მასპინძლობდა, რომელიც აზერბაიჯანელ ადგილოვრივ მოსახლეობას შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)