(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიციამ დღეს ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” წევრების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია დაარბია.
“კმარას” წევრები ცემეს და შვიდი მათგანი დააკავეს. ორსაათიანი პატიმრობის შემდეგ ისინი ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
“კმარა” სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქციას ატარებდა, მაშინ როცა სახელისუფლები ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” თავისი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას აწყობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)