(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფზახეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციურმა მოძრაობა “აიტაირამ” პარლამენტს მოთხოვა ცვლილებები შეიტანოს კანონში “პრეზიდენტის შესახებ”, რათა შესაძლებელი გახდეს ახალი პრეზიდენტის არჩევა.
აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ინფორმაციით, “აიტაირა” აცხადებს, რომ ვლადისლავ არძინბას ავადმყოფობის გამო აღარ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება.
არძინბა აფხაზეთში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობის სამთვიანი კურსი გაიარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)