(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ “საგარეო პოლიტიკა მეგობრებზე არის ორიენტირებული”.
“როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აშშ ჩვენი მოკავშირეა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვებისკენ არ უნდა გავიხედოთ”, – განაცხადა შევარდნაძემ.
“მინდა გითხრათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სამი სატელეფონო ზარი [ერთი კვირის განმავლობაში] ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო და ეს რაღაც ახლის მაჩვენებელია”, – განაცხადა შევარდნაძემ.
გასულ კვირას საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამი სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პრეზიდენტებმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)