Site icon Civil.ge

ასლან აბაშიძე ვოლტერ შვიმერს შეხვდა

არსებული ინფორმაციით, აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება ვიზიტით, მოლაპარაკებები გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ვოლტერ შვიმერთან.


მოლაპარაკებების დეტალები უცნობია, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ შეხვედრის დროს მხარეებმა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი განიხილეს. 


აჭარის ლიდერი არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება არჩევნებს ივნისამდე არ გადადებს.


როგორც ცნობილია, ასლან აბაშიძე თავის საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, რომელიც მისი სტრასბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ არის დაგეგმილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)